მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს. მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან, მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან. აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება, ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება და ეს ეყოფა გამოსარჩლებად. იტყვიან ასე: იყო საწყალი, ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი. ლექსები იყო მისი საგზალი, არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი. და აწვალებდა მას სიკვდილამდე ქართული ცა და ქართული მიწა, ბედნიერებას მას უმალავდნენ, ბედნიერება მან ლექსებს მისცა. მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
______________________________________________________________________________________________________
სევდა, მწუხარება, კოცნა სიხარული, აი ეს ყოფილა თურმე სიყვარული..."
_____________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________________ვიცი, დიდი ხანია მელოდები... ისიც ვიცი, ჩემსავით ოცნებობ თბილ ოჯახზე, ერთგულ მეუღლეზე, ლამაზ შვილებზე... თუკი მინატრებ, მე აუცილებლად მოვალ შენთან... მოვალ და თრთოლვით შევეხები შენს ნაზ, თოვლივით თეთრ თითებს, ჩაგხედავ უძირო ზღვისფერ თვალებში, მერე კი ჩურჩულით გეტყვი: "ჩემთვის ყველაფერი შენ ხარ, მე შენით ვხედავ მზეს და ცას, ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს".__________________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________________მადლობელი ვარ იმ თითოეული წამისთვის, რომელიც შენ მაჩუქე... მადლობელი ვარ გვერდში დგომისთვის ჭირშიც და ლხინშიც... მადლობელი ვარ, რადგან მუდამ იყავი ჩემს გვერდით მაშინ, როცა ყველაზე უფრო მჭირდებოდი... მადლობელი ვარ ყველაზე მეტად იმიტომ, რომ შენ არსებობ!"__________________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს__________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________შენზე ოცნებებში ფიქრი დამიღლია, ისე შემიყვარდი ვერც კი გამიგია, როგორ მენატრები სხვებმა არ იციან ის, რომ უშენობით გული დაილია, შენზე ოცნებაში უკვე მერამდენედ თეთრად უსასრულო ღამე გაილია, გიცქერ თვალებში და ძლიერ მენატრები, შენი სიყვარული სულში ამინთია...____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე, როცა სიყვარული შენით შემიგნია?! ისევ შენზე ვფიქრობ, ვდრადობ, რა ვქნა, უშენობა, რომ არ შემიძლია?!დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე, შორით დამიძახე, ნუ დამელოდები.ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები, მაინც გზას გავქცერი, მაინც გელოდები.გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება.ცხადში გხედავ და ძილში მელანდები.ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს, მაინც მიყვარხარ და მაინც მენატრები____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________________შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე!დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,თუ გავბრაზდები-მომეფერები,თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება.დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ.დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას.დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.დაიფიცე, რა! _____________________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________________მთვარე აღარ ჩანდა... ერთი კითხვა მაინც არ მასვენებს. ჩვენ მარტონი ვართ მთელს სამყაროში???შემოქმედი ჩვენს ფანჯარაში იჭყიტება და თვალს მიპაჭუნებს..........."... იმავე წამს სამყაროს სხვა კუთხეში სხვა წყვილი თითქოსდა მსგავს ფანჯარაში რომელიღაც ვარსკვლავს მიშტერებოდა... მათი ერთად ყოფნა სულ არ გავდა წინა წყვილისას.... არანაირი ხეიბრობა ან კატაკლიზმები მათ ურთიერთობას ხელს არ უშლიდა... და მიუხედავად ამისა ერთ სარეცელზე დასვენებულ ორ შიშველ სხეულს ერთმანეთის ლტოლვა აღარ ეტყობოდათ... ის ძალა რომელის ორ სხეულში ჩასახლებულ სულს მაგნიტივით ერთმანეთისკენ იზიდავს სადღაც გამქრალიყო... სად? რატომ? ეს კითხვა აწვალებდა ორივეს გონს იმ წამს და ორივე ამ კითხვის პასუხს ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის სხივში ეძებდა... თუმცა ისინი ეძებდნენ ცალ-ცალკე ერთმანეთისგან მალულად... თითქოს რამეში ყოფილიყვნენ დამნაშავენი... ან ეგებ იყვნენ კიდეც.... ნეა საშუალო გარეგნობის გოგო ბავშვობაში განებივრებული ეხლაც ასაკის და მიუხედავად მაინც ჭირვეული ხასიათისა გახლდათ... გულით კეთილი მარა უაზროდ ჯიუტი არც თუ ადვილად შედიოდა ხალხთან კონტაქში... მითუმეტეს თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მამამისი - წარსულში გალაქტიკათშორისი უშიშროების კომიტეტის საპატიო წევრი თავისი სამსახურიდან გამომდინარე ისედაც ზღუდავდა შვილის თავისუფლებას.... და ამ შეზღუდვის საკომპენსაციოდ ფუფუნებას არ აკლებდა... ესეც მისი მამობრივი ეგოიზმის შედეგი იყო სინამდვილეში... თვითონ ხო გრძნობდა თავს მშვიდად... შვილის რეალური ინტერესები კი ამ შემთხვევში მეორეხაროსხოვანი იყო... თუმცა ამ ყველაფერს გარკვეულწილად, სიმართლე უნდა ითქვას, გაუცნობიერებლად აკეთებდა მარა ეს მაინც ვერა და ვერ იქცა ნეას თვალში მისი სრული რეაბილიტაციისთვის საკმარ მიზეზად... ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნეას მამისადმი გრძნობას სიყვარულს უფრო ნაკლებად დაარქმევდით... ეს უფრო მოვალეობების, პატივისცემის და აუცილებლობის უხეში ნაზავს წარმოადგენდა... აი პატივისცემა კი ნამდვილად გააჩნდა ნეას მამისადმი სიყვარულისგან განსხვავებით.... მხოლოდ ერთხელ გადაახტა ამ პატივისცემას როცა რინოს სიყვარულით გაბრუებული მამის წინააღმდეგობის და მიუხედავად მალულად მეზობელ გალაქტიკაში გაიპარა და ჯვარი დაიწერა..... _____________________________________________________________________________________________________
* მე დაჭრილი ვარ, უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი, ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო. მე გული მქონდა და შენ მოგეცი *
_____________________________________________________________________________________________________ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის,ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან... როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ... ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მასზე ოცნებობ. ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე,მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა,არასოდეს გელევა სიტყვები მასზე სასაუბროთ,ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ შეგაცვლევინებს მასზე ფიქრს,სხვაზე ვერავიზე შეძლებ ფიქრს. გგონია რომ ყოველთვის ერთად იქნებით, სიცოცხლის ბოლომდე ვერაფერი დაგაშორებთ,მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და არაფრის გეშინია. სიყვარული ხშირად შენზე ძლიერია,ზოგჯერ არ გყოფნის გულში ადგილი რომ ის დაიტიო, გინდა იყვირო რომ გიყვარს, გგონია რომ ვერავინ ზიანს ვერ მიაყენენებს შენს სიყვარულს, ვერავინ შეეხება, როცა დაცვა გჭირდება ყველაზე ძლიერი ხდები და ყველას შეებრძოლები მთებსაც კი შეძრავ. როცა იჩხუბებთ ფიქრობ რომ სამუდამოდ დაკარგე, ამ დროს გავიწყდება ყველაფერი, სამყარო წყვეტს არსებობას, გახსოვს მხოლოდ მისი სახე, ხმა, შეხება, კოცნა... ამ დროს შენ ყველაზე უბედური ხარ, სიყვარული ამ დროს უფრო მატულობს, სიყვარული ყოველდღე იზრდება არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, ხუნდება.... პირველი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა 10-ის 15-ის თუ 25 წლის ასაკში. ყველაზე ლამაზი ალბათ სიყვარული გარდატეხის ასაკშია, ამ დროს ყველაფერს მწარედ განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება უზომოდ ძნელია თითქმის შეუძლებელი. ყველაფერი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა....... პირველი სიყვარული ყოველთვის შენში რჩება!!! _____________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________ნურასოდეს დაეჭვდები ჩემს სიყვარულში შენდამი ძვირფასო, იმიტომ რომ, რაც გადის დრო, ეს სიყვარული დღითიდღე უფრო იზრდება და ძლიერდება. ახლა მე ვგრძნობ თავს ნამდვილად ბედნიერად, რადგან ბოლოს და ბოლოს გიპოვე... მე შენს ძებნაში დავხარჯე მთელი ჩემი ცხოვრება და ვიცი, რომ იგივეს განიცდიდი შენც ჩემს მიმართ... მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ...___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________"რაგინდ შორს ვიყო, მაინც ვიგრძნობ როცა შენ გაიღიმებ... ვიგრძნობ, როცა შენ ნაღველი გაწევს გულზედ... ყველა შენი განცდა ჩემზე გადმოდის, რადგან ჩვენ ვართ ერთი მთლიანი, ჩემო სიყვარულო."___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________ტირი? _ჰო, ვტირი..._მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ._გიყვარს? _ჰო, მიყვარს..._რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია..._პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია._გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე? ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვებოდა ცრემლების წვიმა, და ჩემთან ერთად ტიროდა ყველა: ქარი, ჭადარი, მეცა და წვიმაც.ბოლოს სულ ბოლოს ქალის კივილი გაიგონა...-`ვაიმე დედა~-დაიწერა ბაგეზე.თვალები ძვლივს გაახილა.....უცნობი კედლები_მოთეთრო-მონაცრისფრო. `სადა ვარ?~_გაიფიქრა... ფიქრი არ დააცალეს თეთრ ხალათიანმა ექიმებმა._თვალები გაახილა! ცოცხალია... ცოცხალი!_გადარჩა?_სადა ვარ?_ და ვარც თქვა ეს ორი სიტყვა... გონება დაძაბა და გაახსენდა...მშვენიერი დღე იყო, ღრუბლის ნაფლეთებს შორის მზე იჭყიტებოდა, დილით მეგობართან წავიდა. არ შეეძლო ვინმესთვის არ გაენდო თავისი სატკივარი. ეგონა რომ არ ვთქვა გული გამისკდებაო. არავინ დახვდა სახლში. ნელა დაეშვა კიბეზე. არ თავდებოდა კიბის საფეხურები... მისგან შეუმჩნევლად წამოეწივნენ ფიქრები...`რა ბედნიერი ვიყავი გუშინ და რა უბედური ვარ ახლა...~_ფიქრობდა გოგონა და ამ ფიქრებში ქუჩაში გავიდა.`რა იქნება მომავალში... დამიბრუნდება?!. არა, ამაყია, ზედმეტად ამაყი, ვერ მაპატიებს, ვერა...~_გოგონი, ფრთხილად მანქანა!_ უყვირა ვიღაცამ.მძღოლის შეშინებული თვალები... ტკივილი... ვიღაცამ იკივლა... `ვაიმე დედა~_ შეაშრა ბაგეზე._სამი დღე იცოცხლებს, მერე ვერაფერს შეგპირდებით,_ჩუმად უთხრა ექიმმა მშობლებს... რამ გააღვიძა მაინცდამაინც იმ წუთში, ხომ ვერ გაიგებდა ექიმის სიტყვებს... მაგრამ, ბედისწერა იყო ალბათ ესეც..._მაშ, სამოცდათორმეტი საათი დამრჩა?! ო, ღმერთო, როგორ არ მინდა სიკვდილი, არ მინდა ღმერთო, შემიბრალე ნუ გამწირავ.....ღმერთს არ ესმოდა მისი...თვალსა და ხელს შუა აკლდებოდა დრო, ორი დღე გავიდა უკვე... ის კი იწვა და ფიქრობდა, ცდილობდა მის მახსოვრობაში შემორჩენილი ყოველი წამი აღედგინა.....ღმერთს არ ესმოდა მისი... ანგელოზს რა უნდაო მიწაზე... `ღმერთო! მაცოცხლე გემუდარები!.. მის უნახავად მაინც ნუ მომკლავ!..~ ღამითაც არ იძინებდა: `ძილი სამუდამო სასუფეველშიც მეყოფაო,~საათს უყურებდა... გრძნობდა როგორ აკლდებოდა საათები, წუთები, წამები... ყოველ წუთს თავს აბეზრებდნენ მნახველები, უაზრო კითხვებით ართმევდნენ მისთვის ესოდენ ძვირფას დროს... გაიღებოდა კარები და ცრემლიანი თვალები... ნუგეში... `ნუ გეშინია, მალე გამოჯანმრთელდებიო.~ გასულები კი ამბობდნენ: `ვაი შვილო რა ბავშვი უნდა მოკვდესო!..~ საათს დახედა... სამი საათის სიცოცხლე დარჩენოდა... როგორ უცბად გასულა დრო... როგორ არ უნდა ახლა ვინმემ შეაწუხოს... კარებმა გაიჭრიალა... თაიგული... სიშავემდე წითელი ვარდების თაიგული ფარავდა მოსულის სახეს...`...ჩემი საყვარელი ყვავილები... ნეტავ ვინ მომიტანა?..~ ყვავილებს შორის ნაცნობ თვალებს წააწყდა... ის უხერხულად იდგა კარებში, მერე გამოერკვა, მიუახლოვდა... ყვავილებს შორის დაკარგული თვალები დააკავა... სკამი მისწია ახლოს და დაჯდა... ..ერთხანს დუმილს უსმენდნენ... ..თვალებით ეძახდნენ ერთმანეთს... ..ბოლოს დაირღვა სიჩუმე..._დღეს გავიგე შენი ამბავი, არ მჯეროდა სანამ ჩემი თვალით არ გნახე... ბიჭები მაშაყირებდნენ მეგონა... მერე კახამ დაიფიცა... მაინც არ მჯეროდა, ვერ ვიჯერებდი, ვერ წარმომედგინა... სანამ მოვიდოდი ყვავილები გიყიდე... გახსოვს იები რომ მოგიტანე?!._რა თქმა უნდა..._ერთად რომ დავდიოდით ხელგადახვეულები?_მახსოვს... _გახსოვს ის დღე, სიყვარული რომ აგიხსენი?_რა დამავიწყებს... მე ყველაფერი გავიხსენე, რადგან ვიცი რომ ხვალ აღარ ვიქნები..._მე შენ მიყვარხარ!.._სიბრალული გალაპარაკებს..._მე შენ მართლა მიყვარხარ!.._არ მითხოვია შენთვის შებრალება..._შენ არ გჯერა ჩემი, მე კი ვიცი, მაგრამ, აი რა..._არ არის საჭირო, გეხვეწები..._მე, მეშEნ მიყვარხარ! ღმერთს გეფიცები მიყვარხარ!....ისევ დუმილი, არ უნდოდა საათზე დაეხედა, გრძნობდა წუთებიღა დარჩენოდა..._იცი რაა?_რაა?_მინდა, რომ ამ ქვეყნიდან წასულს შენი ტუჩების სითბო გამყვეს!....და ტუჩები დაეწაფნენ ერთმანეთს.....ყვირილმა საავადმყოფო შეძრა...თეთრ კარებში შესვლას ერთმანეთს ასწრებდნენ ექიმები, მშობლები, მეგობრები...ლოგინთან დაჩოქილი ბიჭი გაშეშებულიყო... ცხელი ცრემლები ისე მოსრიალებდნენ სახეზე, როგორც წვიმის წვეთები მინაზე... ..სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში.....ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო...___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________სალაღღობოხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდაატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა.ფართოდ გაშლილი და მოხატულითამარ დედოფლის დარბაზივითა.კაცის გული ისეთიავით მორევი შავი ზღვისარაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს მაინც ენატრება სხვისა!დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,გაისარჯოს და ბრძოლაში დახარჯოს!გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს !დაუკარით ჯერ ხომ სისხლი გვიდუღს ძარღვში ჯერ ხომ საროს ფოთლები არ დასცვენია,ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ დაძარშისაქართველოს ცხელი გული ასვენია!დაუკარით და იმღერეთ ისე მაგრა,რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად რომ ცხოვრებამ ვერსადროს ვერ დაგვაბეროს!დაუაკრით! და იმღერეთ შადიანიფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელიდაუკარით ძველებური დარდიანიდაუკარით არწივების ასაფერენი!ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულშიმტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,დავიღლები საქართველოს სიყავრულშისასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!დაუკარით! მოასწარით თორემ ჰერი...და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება დაუკარით ძველებური მოსალხენიშავგრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!დაუკარით ძველებური ლოთიანი საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,დაუკარით! განა ყველა ლოთი არი ?!განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!დაუკარით ძველებური ლოთიანი,თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,წრფელი გული ცხელი გული გაცივდება!ვაჯკაცსა გული რკინისა აბჯარი თუნდაც ხისანი,თვალნი ქორბულ მხედვანი ზედ მუხლნი შავარდნისანი.ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდაატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა .ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი \მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატულითამარ დედოფლის დარბაზივითა.___________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________________უსახელოები მარტივად კვდებიან...იქ, სადღაც არაამქვეყნიური სამყაროს სიღრმეებში, მოუქნელად და უხერხულად მოძრაობდა რაღაც. გარეთ გამოსვლას ცდილობდა, მაგრამ უკან იხევდა. ფიქრები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ფიქრები, რომელთა ერთად თავმოყრა და დალაგება თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან გაქაოსებულ თავს ამის ძალა აღარ შესწევდა. დრო გაჩერებული იყო მარადიულობასა და რაღაც წამიერს შორის. წლები გადიოდა, მოვლენები ერთმანეთს ცვლიდა. მზე ამოდიოდა, ჩადიოდა, ისევ ამოდიოდა. დრო კი ძალიან ხანმოკლე იყო. გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო. ეს წესია, გადაწყვეტილებებს არ უნდა გაექცე, არ უნდა დაემალო. მანაც მიიღო გადაწყვეტილება რაღაც წამებში, წამის მეათედებში, სადღაც ზაფხულსა და შემოდგომას შორის. იარაღი გაისროლა. თავი მოიკლა...გაზაფხულის მზე ხარბად ეთამაშებოდა პატარა მდინარის ნაპირს. თავის მხურვალე, ნარინჯისფერ სხივებს გარს ახვევდა. სამყარო თბილი და მშვიდი იყო. ზედმეტად ახლოს იყო მიწასთან. მზე კი ძალიან შორს, სადღაც ამ ცაში. ნიავი სასიამოვნო და თბილი. სიწყნარე კი ყურისწამღები. ერთადერთი გრძნობა, რაც მას იპყრობდა, ეს სიმსუბუქის, გამოფიტვის შეგრძნება იყო. შიშიც იყო სადღაც ამ ცასა და მიწას შორის. ცხოვრების შიში და ერთგვარი შეგრძნება არარაობისა, ყოველივე მას შორის, რაშიც იყო მოქცეული _ მიწასა და ცას შორის. საკუთარი სუნთქვა ამ დროს ყრუდ ჩაესმოდა. უსასრულოდ იძირებოდა ამ მიწაში, ისე, რომ არ შეეძლო დაეტოვა თუნდაც კვალი. თვალებით ვეღარაფერს ამჩნევდა სივრცისა და პატარა სხეულაკების გარდა, რომლებიც მის ირგვლივ იყო. ეს იყო ენერგია, რაღაც მისთვის უცხო და ჯერ აქამდე უხილავი. სხეულს ვეღარ გრძნობდა, ის ხომ აღარ არსებობდა. მაგრამ სადღაც გონების კუნჭულში აცნობიერებდა, რომ ეს იყო უმაღლესი მწვერვალი. მან ამოიცნო საკუთარი თავი, გაიგო ცხოვრების ჭეშმარიტად ძლიერი და სასიამოვნო მხარეები. სხეული დაუბუჟდა დაიწყო გარდაქმნა. გარდაქმნა მიწად. ფორმები აღარ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ სივრცე ამ ფორმებს შორის, რომელიც მისთვის ჯერ აქამდე უხილავი იყო. მას ქონდა უდიდესი უნარი დაენახა ნებისმიერი სხეული სრულ განზომელებებში და ეს იყო უნიკალური. არ არსებობდა მანძილი არაფერს შორის. არსებობდა მხოლოდ მისი სხეულის არარსებული მხარეები, რაღაც უსახელო და უსასრულო ლაბირინთები, რომლებიც იცვლიდნენ ფორმასა და ზომას, თუმცა კი არცერთი არ გააჩნდა სინამდვილეში. ეს იყო მწვერვალი, უდიდესი მწვერვალი გონებრივი სრულყოფისა და ის ამას მიუახლოვდა. უკან დასაბრუნებელი გზა უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა. იყო რამოდენიმე ამოსუნთქვა და მას დაუბრუნდა საკუთარი სხეულის შეგრძნება. გონებასთან ერთად გულიც ამუშავდა. სუნთქვა გაუხშირდა. სხეული დაუმძიმდა. დაუმძიმდა, ისე, როგორც არასდროს. მან დაკარგა უნარი საგნების უარყოფისა. ის დაბრუნდა და დაუბრუნდა ყველაზე საშინელი და უმძიმესი რამ _ საკუთარი "მეს"'შეგრძნება...
************************************************ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები... მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები, თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები, როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები. მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო, არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი, არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე, გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი. ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა, სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური, აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს, აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური. უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი, თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა, ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი... ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა. მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???************************************************
*************************************ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე. არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი, არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე. მაგრამ განგებამ, ასე ინება და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე, უსიყვარულოდ და უიმედოდ, დავეხეტები ცალი მიწაზე. ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე, ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე. ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ, მატოს დამადგა მძიმე უღელი, მარტოს მაწვალებს გადასარჩენად, მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი. რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?! რატომ დამტოვა მარტო, ეული?! რატომ არ მომცა მე სიყვარული, რომ გამიმთელოს გული სნეული?! გაივლის წლები, დრო შეიცვლება, მარტო დავრჩები, ისევ წყეული. ასე ყოფილა ეს ბედისწერა, უნდა დამტოვოს მუდამ ეული...*************************************
***ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან, ერთი ოთახის ამარა დავრჩით. ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს, სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი. მე შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად და ოცნებებად დავიხარჯებით, ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით, მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც... კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს, პატიოსნება ურდულად ადევს და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია, მეზობლის ბანიც ასულა ცამდე. ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან, ერთი ოთახის ამარა დავრჩით. ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს, სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.

Комментариев нет:
Отправить комментарий