пятница, 20 июня 2008 г.



როდესაც ვიბადებოდი , ვიზრდებოდი და ცხოვრების აზრზე მოვდიოდი ვფიქრობდი რომ ყველაზე ძნელი სიცოცხლე და სიკვდილი იყო...თუმცა როცა გავიზარდე :) და ყველაფერი გავაცნობიერე ,მივხვდი რომ , თურმე ეს ასე არ ყოფილა ... ალბათ ყველაზე ძნელი სიყვარულია , მაგრამ სიყვარულზე ძნელი , ის არის რაც ამ დიდებულ გრძნობას თან ახლავს , ძნელია გიყვარდეს , გრძნობდე რომ უყვარხარ და მაინც არსებობდეს ისეთი რაღაც რაც ხელს შეუშლის თქვენს ურთიერთობას... ძნელია გენატრებოდეს და არ შეგეძლოს მასთან სიახლოვე , გრძნობდე რომ შენ გეკუთვნის და სინამდვილეში შენი არ იყოს , უყურებდე როგორც საყვარელ და სიცოცხლის მომცემ ადამიანს და იცოდე რომ არასდროს დაგიბრუნდება... საშინელებაა იმ ტკივილის განცდა რომელიც სიყვარულს ახლავს... მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც მონატრებაა... რთულია იჯდე , ფიქრობდე , ოცნებობდე , გახსენდებოდეს ის დღეები რომელიც მასთან გაატარე და თავს იმას აჯერებდე რომ შენ ის დაკარგე და ის აღარ მოვა... მაგრამ რაღა სიყვარულია თუ დაშორებიდან 2-3 საათის შემდეგ იტყვი , მერე რა ??? რა მოხდაა ??? არც არაფერი , წავიდა და მორჩა... ახლა ვინმე სხვას შევაბამ და ასე შემდეგ... ყოველთვის მეგონა რომ ასე იქნებოდა ... ერთი წავიდოდა და სხვა მოვიდოდა... არასდროს მეგონა რომ ვიფიქრებდი მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთზე და სანუკვარზე... სიყვარულზე რომელიც ჩემია და ამავდროულად ჩემი არაა... ყველაზე მძიმე ის წუთებია , როდესაც საყვარელი ადამიანისგან გესმის სიტყვები რომელიც სულიდან რაღაც საყვარელსა და ძალიან ძვირფასს გაცლის , რომელიც მიდის და აღარ მოვა... მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასეთი რაღაც არ მომხდარა... მე დავკარგე , მაგრამ ჩემი გული ჩემზე ძლიერი ყოფილა... მან ის არ გაუშვა და შეინარჩუნა... სამარადისოდ შეინარჩუნა... მან გართობასა და ყველანაირ სიამოვნებას სიყვარულისთვის ტანჯვა არჩია... იგი , ისევე როგორც მე ველოდები დაკარგულ სიყვარულს და სული ჯერ კიდევ მხოლოდ ამ იმედით მიდგას სხეულში... მიყვარს , მენატრება , ოჰ ღმერთოო !!! რას არ ვიზამდი ერთი შანსი რომ კიდევ მოეცა ჩემთვის , თუმცა რავიცი რას მიმზადებთ მომავალში :( .... იქნებ ბედნიერება და დიდი სიყვარული მომელის მასთან ერთად... არ მინდა რომ ის გაქრეს , აღარ დაბრუნდეს , არ მინდა სხვა მყავდეს და მასზე ვფიქრობდე... მინდა რომ მხოლოდ ის იყოს , ერთადერთი და განუმეორებელი ... მე დავკარგე შეყვარებული ფიზიკურად , მაგრამ მე მყავს შეყვარებული , რომელიც მიყვარს მთელი სულით , გულით , გონებითა თუ სხეულით ... რომლის გამოც დაუფიქრებლად გავაკეთებ ყველაფერს , რაც მის შენარჩუნებაში თუ გადარჩენაში დამეხმარება... ის ერთადერთია მათგან ვისთვისაც სიცოცხლე ღირს და ვის გამოც ბრძოლა , ლოდინი და ტანჯვა არაფერია... ეკლესიაში ხატის წინ , დამხობილს ღმერთთან მხოლოდ ერთი თხოვნა მქონდა , ვთხოვდი დამხმარებოდა მის შენარჩუნებაში , არ მინდოდა ოდესმე დამეკარგა , მინდოდა მთელი ცხოვრება მასთან გამეტარებინა , არ მინდოდა ამაში ვინმეს ან რამეს ხელი შეეშალა... მასთან მე მხოლოდ ბედნიერება მინდოდა , თუმცა სიყვარულს ბედნიერების გარდა , ბევრი ტანჯვა და უბედურება მოაქვს ... მე ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანის გამო გავუძლებ , რომელიც ძალიან მიყვარს... და მე მაქვს ღმრთის იმედი რომ ის კვლავ ჩემთან იქნება... არ ვიცი ამას რა დრო დასჭირდება , მაგრამ სიყვარული დროსაც კი გაყინავს... შეაჩერებს და მოგვცემს საშუალებას რომ ბედნიერნი ვიყოთ... ამაოებაა ეს ცხოვრება და მეტი არაფერი... ყველაფერი შეიძლება მოხდეს... მე ღმრთის წინაშე დავიფიცე , რომ არასდროს არავის შევიყვარებ ისე ძლიერ როგორც მას... არასდროს არავის ვეტყვი მიყვარხარს იმავე განცდით როგორითაც მას.... და მე ღმერთს ვუთხარი , რომ სხვასთან ბედნიერებას , მარტო უბედურება მირჩევნია...
ვერავინ და ვერაფერი გადამაფიქრებინებს ამას გარდა სიყვარულისა... მე ღმერთს შევფიცე რომ არ მოვიყვან ცოლს და არ მეყოლება შეყვარებული გარდა დაკარგული სიყვარულისა... და იმედია იგი დამეხმარება მის დაბრუნებაში ... რამდენჯერ მინატრია სიცოცხლის დასრულება და თვითმკვლელობა... რამდენჯერ მიფიქრია სახურავიდან გადახტომა , სასხლეტზე თითის გამოკვრა , ვენის გადაჭრა თუ სხვა სისულელე , მაგრამ მე მჯერა რომ ღმერთი ჩვენთანაა... და ის ყოველთვის მეხმარება უბედურების თავიდან აცილებაში ... ის ყოველთვის მიგზავნის ისეთ ადამიანს რომელიც მეხმარება ჩემი სულელური აზრის გადაფიქრებაში ... მოკლედ ყველაფერი ვთქვი ... მიყვარდა , მიყვარს და მეყვარება სამარადისოდ... მე შეყვარებული ვარ და ვიქნები მუდამ... თუ რაიმე ძალა შეძლებს და მას დამავიწყებს , თითოეული ადამიანის წინაშე ვდებ პირობას , რომ მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები ... თუ გულმა ის დაივიწყა... ცხოვრებას აზრი აღარ აქვს... მიყვარხარ * * * ...

Комментариев нет: